
ძვირფასო პედაგოგებო, საყვარელო მოსწავლეებო და პროფესიულის სტუდენტებო, გაცნობებთ რომ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID -19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით “ შპს “წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-კოლეჯმა” გაიარა სახელმწიფოს მიერ დაწესებული შესაბამისი მონიტორინგი და მზადაა 1 ოქტომრიდან დაცულ და უსაფრთხო გარემოში მიიღოს სკოლის მოსწავლეები და პროფესიული სტუდენტები.
ხოლო სკოლის მოსწავლეებისათვის ონლაინ რეჟიმში სწავლება განხორციელდება ა/წ. 17 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სკოლის დირექციას. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს