მიღება სკოლა-კოლეჯში

სკოლა-კოლეჯი ა/წ. 15 მაისიდან აცხადებს 2019-2020 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა და მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე სწავლების მსურველთა რეგისტრაციას.
– VII, VIII, IX კლასების მოსწავლეთა მიღებას სკოლაში;
– X, XI, XII კლასების მოსწავლეთა მიღებას როგორც სკოლაში, ასევე მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე;
– საბაზო და საშუალო განათლების მქონე პირთა მიღებას მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებია:
1. საფინანსო სერვისები
2. ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
ასევე სკოლა-კოლეჯი ახორციელებს კბილის ტექნიკოსის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სკოლა–კოლეჯის კურსდამთავრებული სრული ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად იღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ მესამე საფეხურის პროფესიულ დიპლომს.
სკოლა-კოლეჯი ასევე ახორციელებს სააბიტურიენტო პროგრამებში მომზადებას.
საბუთები მიიღება ყოველდღე შაბათ–კვირის გარდა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ მისამართზე:
ა.პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქ.#10, II სართ.
ტელ:. 2 18-67-91 (სკოლა)
მობ:. 599 71-11-64; 599 43-38-36