ჩვენ შესახებ

სკოლა-კოლეჯის მისიაა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, მათი აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება;

სკოლა-კოლეჯი ორიენტირებულია ზოგადი და პროფესიული განვითარების თანამედროვე პრინციპებსა და მოდელებზე, სასწავლო პროცესის ხარისხსა და პედაგოგების პროფესიონალიზმზე, პროფესიული განათლების ზოგად განათლებასთან ინტეგრირებასა და მოსწავლეთათვის შესაბამისი წინაპირობის შექმნაზე, მომავალი არჩევანის გაკეთებაზე, კარიერის დაგეგმვასა და შემდგომ სწრაფ დასაქმებაზე;

სკოლა-კოლეჯი ხელს უწყობს ისეთი სასკოლო და პროფესიული განათლების სისტემის ფორმირებას (შექმნას), რომელიც თითოეულ მოსწავლეს/პროფესიულ სტუდენტს მიცემს გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარების უნარს და ჩამოაყალიბებს მას კანონმორჩილ, ტოლერანტულ მოქალაქედ;

დიმიტრი ყიფიანი ბრძანებდა: – „მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც მეტყველებს და აზროვნებს მშობლიურ ენაზე“.