26 აპრილი [ძვ. სტ. 14 აპრილი] დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღეა

1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის გამო, საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დასწყევლა. ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და
საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს ს
ტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე მოკლეს. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. აკაკი წერეთელი წერდა: „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს… იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“.
დიმიტრი ყიფიანის წმიდანად შერაცხვა
2007 წლის 26 აპრილს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც იმსჯელა დიმიტრი ყიფიანის ქართველი ერის წინაშე დამსახურების შესახებ. წმიდა სინოდის დადგენილებით დიმიტრი ყიფიანი წმიდანად შერაცხეს და უწოდეს: წმიდა დიმიტრი (ყიფიანი) სამშობლოსათ
ვის წამებული. წმიდანის ხსენების დღედ დადგინდა 26 აპრილი.
2010 წლის 5 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დიმიტრი ყიფიანის ალბომის წარდგენაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა:
„ქართველი ადამიანი განსაკუთრებული გრძნობით ხვდებოდა და ხვდება სიკვდილს. თითქოს ასრულებს ვახტანგ გორგასალის ანდერძს: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა“. აი, დიმიტრი ყიფიანი სწორედ ის იყო, რომელიც ქრისტესთვის და სამშობლოსათვის ეძიებდა სიკვდილს.