მიმდინარე წლის 23 მარტიდან სკოლა-კოლეჯში მიმდინარეობს ონლაინ სწავლება ინტერნეტ პლატფორმების: “Zoom”-ისა და “Google Meet” -ის გამოყენებით. სწავლების პროცესში ყველა პედაგოგი აქტიურადაა ჩართული. სკოლა-კოლეჯი პედაგოგების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს სწავლა-სწავლების პროცესის მონიტორინგს. შესაბამისად, ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება-აქტიურობისა და შესრულებული დავალებების საფუძველზე მოსწავლეებს მიეცემათ განმავითარებელი შეფასება.