განახლებული სასწავლო პროცესი

“წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-კოლეჯმა” გაიარა სახელმწიფოს მიერ დაწესებული შესაბამისი შემოწმება ახალი კორონავირუსის (COVID -19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და განაახლა პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო პროცესი.

სკოლა-კოლეჯი აცხადებს მოსწავლეთა და მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე სწავლების მსურველთა მიღებას. VII, VIII, IX კლასების მოსწავლეთა მიღებას სკოლაში; X, XI, XII კლასების მოსწავლეთა მიღებას როგორც სკოლაში, ასევე მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე; საბაზო და საშუალო განათლების მქონე პირთა მიღებას შემდეგ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო Read More …

სკოლა-კოლეჯი მზადაა დაცულ და უსაფრთხო გარემოში მიიღოს პროფესიული სტუდენტები

„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID -19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-227/ო ბრძანების მოთხოვნების გათვალისწინებით შპს “წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯი” მზადაა დაცულ და უსაფრთხო გარემოში Read More …

მიმდინარე წლის 4 და 5 ივნისს სკოლა-კოლეჯში ჩატარდა მოსწავლეთა მე-15 ონლაინ თეორიული კონფერენცია.

მიმდინარე წლის 4 და 5 ივნისს სკოლა-კოლეჯში ჩატარდა მოსწავლეთა მე-15 ონლაინ თეორიული კონფერენცია. კონფერენცია ჩატარდა შემდეგ სექციებად: – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია; – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სექცია; – სამართლისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექცია; – ტექნიკურ-ეკონომიკურ მეცნიერებათა სექცია. კონფერენციაში გამარჯვებულებს გადაეცათ პირველი, მეორე Read More …

სკოლა-კოლეჯი ა/წ. 01 ივნისიდან აცხადებს 2020-2021 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა და მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე სწავლების მსურველთა მიღება-რეგისტრაციას.

სკოლა-კოლეჯი ა/წ. 01 ივნისიდან აცხადებს 2020-2021 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა და მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე სწავლების მსურველთა მიღება-რეგისტრაციას. – VII, VIII, IX კლასების მოსწავლეთა მიღებას სკოლაში; – X, XI, XII კლასების მოსწავლეთა მიღებას როგორც სკოლაში, ასევე მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე; – საბაზო და Read More …

მე-15 თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2020 წლის 1-5 ივნისის ჩათვლით სკოლა-კოლეჯში ჩატარდება მე-15 თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც გაიმართება განსხვავებული, ონლაინ ფორმატით. საკონფერენციო თემების პრეზენტაცია შედგება ზუმის პლატფორმაზე. სკოლა-კოლეჯის მოსწავლეებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა კონსულტაციები უნდა გაიარონ საგნის პედაგოგებთან. დამატებით ინფორმაციას და კლასების მიხედვითკონფერენციის ჩატარების განრიგს მოგაწვდით ეტაპობრივად.

26 აპრილი [ძვ. სტ. 14 აპრილი] დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღეა

1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის გამო, საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დასწყევლა. ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს ს ტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე მოკლეს. ქართულ საზოგადოებაში Read More …

მიმდინარე წლის 23 მარტიდან სკოლა-კოლეჯში მიმდინარეობს ონლაინ სწავლება ინტერნეტ პლატფორმების: “Zoom”-ისა და “Google Meet” -ის გამოყენებით. სწავლების პროცესში ყველა პედაგოგი აქტიურადაა ჩართული. სკოლა-კოლეჯი პედაგოგების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს სწავლა-სწავლების პროცესის მონიტორინგს. შესაბამისად, ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება-აქტიურობისა და შესრულებული დავალებების საფუძველზე Read More …

სკოლა-კოლეჯის მოსწავლეთა და პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ! 23.03.2020 – დან დისტანციური სწავლება გაგრძელდება ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით. სასწავლო ცხრილს და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით პირადი შეტყობინების სახით.  

საგაზაფხულო არდადეგები

კორონავირუსთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.